მეუფე საბა არ გამორიცხავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებამდე რომელიმე მღვდელმთავარმა პოზიცია შეცვალოს

28.04.26 21:28
მეუფე საბა არ გამორიცხავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებამდე რომელიმე მღვდელმთავარმა პოზიცია შეცვალოს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი არ გამორიცხავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებამდე რომელიმე მღვდელმთავარმა პოზიცია შეცვალოს და სხვა კანდიდატს მისცეს ხმა.

როგორც მეუფე ამბობს, მანამდე დიდი დროა და გამორიცხული არაფერია.

მეუფე შიომ დღევანდელი დღის მონაცემებით, ოცი ხმა მიიღო, წარსდგება უპირობოდ, საპატრიარქო კანდიდატად, თუმცაღა არც ის იქნება სწორი, რომ აღარ გვჭირდება გაფართოებული კრება და რაღა საჭიროა. არამედ, გაფართოებული კრება 17 მაისამდე, ჯერ არ ვიცით დღე, ეს არის მოსაყდრის პრეროგატივა რომ მან დანიშნოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 17 მაისამდე ჩატარდება გაფართოებული კრება, სადაც მოხდება კენჭისყრა და საქართველოს ეკლესიას ეყოლება 142-ე პატრიარქი.

მეუფე შიოს 50 % +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს. მანამდე არის დროც, შესაძლოა, რომელიმე მღვდელმთავარმა შეცვალოს თავისი პოზიცია და სხვა რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა, - ამბობს მეუფე.

სასულიერო პირი საპატრიარქო კანდიდატებზე და კენჭისყრის შედეგებზეც საუბრობს. როგორც ის ამბობს, თავდაპირველად 15 კანდიდატი იყო, რომელიდანც ცხრამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

15 საპატრიარქო კანდიდატი იყო, რომელიც აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომ კენჭი ეყარათ. 15 კანდიდატიდან ცხრამ მოხსნა თავისი კანდიდატურა, ხოლო ექვსმა დატოვა კენჭის ყრისთვის. ესენი იყვნენ მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი, მეუფე მელქისედეკი, მეუფე დოსოთი და მეუფე გრიგოლ კაცია და ის არის შედეგი, რაც სახეზე, - ამბობს მეუფე.