მეუფე ანტონი ხსნის, რატომ მოხსნა კანდიდატურა
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია ხსნის, რატომ მოხსნა საპატრიარქო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა.
როგორც სასულიერო პირი TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მან ხმის მიცემის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე დანიელისა და მეუფე ისაიას გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა:
ხმები რომ არ დაკარგულიყო, იყო შემოთავაზება, ვინც ხსნის კანდიდატურას, მოდი, ხმები რომ არ დაიკარგოს, მოვხსნათო, ამ პრინციპის გამო, მოვხსენით რამდენიმემ. ამის შემდეგ კი დარჩნენ ის ექვსი კანდიდატი, ვინც უკვე იცის საზოგადოებამ. პირველად იყო დაწერილი ის 15, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, შემდეგ როდესაც მოვხსენითდ დარჩა ექვსი, შემდეგ გავიდა მეუფე თეოდეორე და დაწერა ამ ექვსის სახელი, შემდეგ ყველას გადმოგვცა ეს ფურცლები. როდესაც ჩვენ შევდიოდით კაბინაში, ამ ფურცლების მიხედვით, ვინც გვინდოდა, იმას ვწერდით. იმ ექვსიდან ყველას შეეძლო თავისი თავიც კი დაეწერა.
თქვენ წარმოიდგინეთ, მეუფე დანიელმა გამოიჩინა ისეთი კეთილშობილება, გონიერება, რომ აი, თვითონ გადაწყვიტა, რომ მოდი, არ ვიკამათოთ ამაზე. მეუფე დანიელმა კიდევ ერთხალ დაამტკიცა მისი სწორი რელიგიური შეხედულება.
მეუფე ისაიამაც ისეთი გამართული წერილით მოგვმართა, რომ არ დასთანხმებოდა შეუძლებელი იყო, მაგრამ თვითონ დებულებასთან მოვდიოდით შეუსაბამობასთან. არ შეიძლებოდა, ისე გამართულად მოგვმართა, ისე გულდასაწყვეტად, მაგრამ დებულებასთან მოვდიოდით წინააღმდეგობაში" - ამბობს მეუფე ანტონი.
ცნობისთვის, 28 აპრილის სხდომაზე მიტროპოლიტმა ისაიამ პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა. მას სინოდმა მხარი არ დაუჭირა და საპატრიარქო კანდიდატებად მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი გამოარჩია.
28 აპრილს სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია. მოსაყდრე შიოს 20 ხმა ჰქონდა.
ხოლო, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ მიტროპოლიტი იობი 7 ხმით, მიტროპოლიტი გრიგოლ ასევე 7 ხმით.