"კობახიძე არის მოღალატე" - ხალხის პასუხი "ოცნების" პრემიერს

29.04.26 11:22
"კობახიძე არის მოღალატე" - ხალხის პასუხი "ოცნების" პრემიერს

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ნახევარი კილო ხორცი 10 ლარი, ხოლო კვერცხი 4.60 თეთრი ღირს, მოქალაქეები პასუხობენ. ხალხი ამბობს, "ოცნების" პრემიერის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, პროდუქტებზე ფასები გაცილებით ძვირია. 

საერთოდ, იაფდება რამე? ყველაფერი ძვირია. პირიქით, სადაც მივდივარ, მეუბნებიან, რომ ორაბათს ფასები ემატება და თუ შეგიძლიათ, რომ ცოტა მეტი იყიდოთ? 80 თეთრი ღირს (კვერცხი) კობახიძე არის მოღალატე და ყველაფერს ხალხის წინააღმდეგ აკეთებს, - ამბობს მოქალაქე "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები კაბინეტებში სხედან და არ იციან, რეალურად, რა ხდება ხალხში. 

საქონელი ღირს დაახლოებით 27-30 ლარი, ღორის ხორცი 20 ლარი ფასების კომისია კაბინეტში ზის და ჩემსავით ბაზარში არ დადის, ამიტომ აქ უნდა გადაწყვიტოს საკითხი და არა კაბინეტში, - ამბობს მოქალაქე. 

ხალხი ამბობს, რომ ხორცი და კვერცხის გარდა, ფასი მომატებულია სხვა პროდუქტებზეც. 

პურმაც მოიმატა, შაქარმაც მოიმატა, რასაც მე ვყიდულობ, ხორცი ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ხორცში მივეცი 38 ლარი, - ამბობს მოქალაქე. 

"პირველებმა" დღეს ექსპერიმენტიც ჩაატარა და ბაზარში გავიდა, სადაც ხორცის და კვერცხის ფასით დაინტერესდა. გამყიდველები ამბობენ, რომ კობახიძის მიერ ხსენებულ ფასად ვერც ხორცს და ვერც კვერცხს იყიდი. 

მსგავსი სიახლეები