თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს

29.04.26 13:14
თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს

თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს - როგორც კახა კალაძემ განაცხადა,  პროცედურა 1 მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.

ცნობილია, რომ სკრინინგს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს.

სკრინინგ პროგრამას თბილისში არსებული 16 კლინიკა მოემსახურება:

„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები