მოსამართლე ცეკვავამ გიორგი ჩაჩანიძე 3-დღიანი პატიმრობაში გაუშვა
ტროტუარზე დგომის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჩაჩანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
ჩაჩანიძე დღეს უკვე მესამე მოქალაქეა, ვინც იზოლატორში ტროტურაზე დგომის გამო გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძის გადაწყვეტილებით, 2-2 დღით პატიმრობა შეუფარდეს სამი შვილის დედას, ინგა ბუაძეს და ია მღებრიშვილს.