დედოფლისწყაროში ადგილობრივი მაღალჩინოსანი სპორტდარბაზში გარდაიცვალა

29.04.26 15:50
დედოფლისწყაროში ადგილობრივი მაღალჩინოსანი სპორტდარბაზში გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გარდაიცვალა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 64 წლის კაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. 

არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა. 
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"მთავარი ამბები კახეთიდან" ასევე წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში დეპუტატი საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვებზე იყო დაბარებული, თუმცა რა საკითხს ეხებოდა აღნიშნული, არ კონკრეტდება.

  • დავით გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით იყო არჩეული.