საწვავი კიდევ გაძვირდა - ეკონომისტები "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობენ
საწვავი კიდევ უფრო გაძვირდა - დიზელის ფასი 4 ლარს აჭარბებს. ბოლო ერთ თვეში ბენზინის და დიზელის ღირებულება ქსელში უკვე მეექვსედ შეიცვალა.
- დღეის მდგომარეობით, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე ეკო დიზელი 4.22 თეთრი ღირს, "გალფის" სადგურებზე კი ევროდეზიელის ფასი 4.27 თეთრია. გაზრდილია ფასი სუპერის ტიპის საწვავზეც.
ამ ფონზე, "ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის. "პირველებმა დღეს ირაკლი ობახიძეს ჰკითხა, რას აპირებს მთავრობა საკითხის მოსაგვარებლად. "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ საწვავის ფასი მათზე დამოკიდებული არ არის და კრიზისის დასრულებას უნდა დაველოდოთ.
საწვავს რაც შეეხება, რეკორდული ფასებია საერთაშორისო დონეზე იმ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ეს კრიზისი, რაც ხელს შეუწყობს საწვავზე ფასების შემცირებას. ჩვენზე ეს ვერ იქნება დამოკიდებული, როდესაც საერთაშორისო დონეზე იზრდება საწვავის ფასი, მხოლოდ საქართველო ზომებს ვერ მიიღებს, ამიტომ უნდა დაველოდოთ კრიზისის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს კრიზისი მალე დასრულდება, - ამბობს კობახიძე.
ეკონომისტები კი "ქართულ ოცნებას" ახსენებენ, რომ ბერკეტები სწორედ მათ ხელშია. "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძის თქმით, "ოცნებამ", როგორც მინიმუმ, აქციზის ფასი დროებით უნდა შეამციროს.
"ქართული ოცნება" გამოირჩევა იმით, რომ ფასების ზრდას, ვალუტის კურსის გაუფასურებას თუ ნებისმიერ უბედურებას ეკონომიკურს, რაც ქვეყანაში ხდება, ვინმეს აბრალებენ, თუ განტევების ვაცი არ ჰყავთ ქვეყნის შგნით, მაშნ აუცილებალდ პოულობენ უცხოურ მიზეზებს. ამ შემთხვევაში, კარგად დაემთხვათ ის, რომ საწვავის ფასების გაზრდა ძირითადად ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით არის გამოწვეული და რა თქმა უნდა, ამას დაბლრალდება ყველაფერი, ინფლაცია რომ გაიზრდება, სხვა რაღაცეებზეც რომ ფასი გაზირდება. ხელისუფლება იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ კრიზისების დროს გარკვეული ნაბიჯები გადადგას და ერთ-ერთი სწორედ არის თუნდაც აქციზის გადასახადის დროებით მაინც შემცირება სანამ საერთაშორისო ბაზარზედაბლა წამოვა საწვავზე ფასები. ანუ შენ ა ბერკეტიც გაქვს, ის აუცილებლად უნდა გამოიყენო, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
აქციზის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანიც. მისი თქმით, მოსახლეობა ქმედით კონტრზომებს სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ელოდება.
ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში შეცვალა საგადასახადო რეჟიმი დროებით, შეამცირა, ხშირ შემთხვევაში, აქციზის გადასახადი, რითაც დააკომპენსირა ფასების ზრდა."ქართულმა ოცნებამ" ფასებთან ბრძოლა წააგო და ახლა ყველას უნდა, რომ ეს დაბრალდეს ირაკლი კობახიძეს ირაკლი კობახიძის გარდა. ჯერ ჩვენ ამ გარე შოკებს ვერ ვგრძნობთ სათანადოდ, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება და რაღაც მომენტსაც მიაღწევს, რომ უკვე აღარ დაინტერესდება მსოახლეობა ეს რისი ბრალია. ის ითხოვს მთავრობისგან ქმედით კონტრზომებს, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.