უკრაინამ რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა - 13 კაციან ჯგუფში ქართველებიც არიან

29.04.26 18:12
უკრაინამ რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა - 13 კაციან ჯგუფში ქართველებიც არიან

 

 

უკრაინის პროკურატურამ გამოავლინა 13 კაციანი რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, რუსეთის დავალებით ევროკავშირის ტერიტორიაზე დივერსიებს და მკვლელობებს გეგმავდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან. გამოძიება ამბობს, რომ დაჯგუფების წევრბეი რუსეთმა "კრიმინალური ავტორიტეტების" დახმარებით შეკრიბა.

საქმსი მასალებსი მიხედვით, მიხედვით, ეჭვმიტანილები აგროვებდნენ დაზვერვით ინფორმაციას სამხედრო ობიექტებსა და უკრაინისთვის გამოყოფილი აღჭურვილობების შესახებ. 13 კაციანი ჯგუფიდან 9 დაკავებულია, 4-ზე ძებნა გამოცხადდა. 

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ტერორისტული მკვლელობები იგეგმებოდა, ლიეტუვაა. სწორედ ლიეტივის საგამოძიებო უწყებამ მოაწყო რამდენიმე საათის წინ სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრეს, თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძებას მოპოვებული. 

მათი თქმით თქმით, დაჯგუფების წევრების მიერ ლიეტუვის ტერიტორიაზე იგეგმებოდა ერთი რუსეთის და ერთი ლიეტუვის მოქალაქის მკვლელობა. 

ლიეტუვის კრიმინალური პოლიცია ტერორისტული მიზნით ორი პირის მკვლელობის მომზადების ფაქტს იძიებს. ვისი მკვლელობაც იგეგმებოდა, აქედან ერთი ლიეტუვის მოქალაქეა, მეორე კი — რუსეთის ფედერაციის. გამოძიება გასულ წელს დაიწყო. ამ დროისთვის საქმეში 13 ეჭვმიტანილია. ორი პირის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცედურები. ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, იგი საბერძნეთში დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისი ლიეტუვისთვის გადაცემის შესახებ, თუმცა ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა და ახლა ველოდებით სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტს. აღნიშნული დანაშაულისთვის — ტერორისტული მიზნით მკვლელობისთვის — სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა უვადოდ"- აცხადებს გამომძიებელი. 

გამოძიება, რომელმაც ჯაშუშური ქსელი გამოვლინა 2025 წლის მარტში დაიწყო, როდესაც რუსეთის მოქალაქემ თავის ავტომობილში თვალთვალისა და ლოკაციის დასადგენი მოწყობილობა აღმოაჩინა.

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გავიდა გამოძიება დანაშაულის სავარაუდო შემსრულებლებისა და თანამზრახველების კვალზე.

ლიეტუვის კრიმინალური პოლიცია ამბობს, რომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს. 

ბოლო პერიოდში არაერთი ჰიბრიდული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების წინაშე აღმოვჩნდით. ეს ქმედებები მიმართულია ევროკავშირის ქვეყნების, მათი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერენ უკრაინას. ამ დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათი და მიზნები თანხვედრაშია რუსეთის ფედერაციის მიზნებთან. სამიზნე იყო რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. და ასევე ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და თავისი ქმედებებითა თუ განცხადებებით მკაცრად აკრიტიკებს კრემლის რეჟიმს.   გამოძიება დაიწყო 2025 წლის მარტში, როდესაც ხსენებულმა რუსეთის მოქალაქემ, შემთხვევით თუ საკუთარი სიფხიზლის წყალობით, თავის ავტომობილში აღმოაჩინა თვალთვალისა და ლოკაციის დასადგენი მოწყობილობა. ამ სიტუაციაზე რეაგირებისას, საგამოძიებო მოქმედებებისა და კონტრღონისძიებების გატარების შედეგად, ჩვენ დავადგინეთ ამ დანაშაულის სავარაუდო შემსრულებლები და თანამზრახველები. ასევე დადასტურდა, რომ ამ პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრებოდა, იგეგმებოდა და მზადდებოდა მისი მკვლელობა", - აცხადებს ლიეტუვის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები