როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 2-დან 6 მაისამდე - პროგნოზი

01.05.26 15:42
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 2-დან 6 მაისამდე - პროგნოზი

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს..

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მსგავსი სიახლეები