რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დენის ბუცაევმა თანამდეობიდან გადადგომის შემდეგ ქვეყანა სწრაფად დატოვა და რუსეთის ტერიტორია მინსკის გავლით დატოვა.
მედიის ცნობით, ბუცაევი მოგვიანებით საქართველოს შენიშნეს, საბოლოოდ კი ის აშშ-ში გაემგზავრა.
რუსული მედიის ცნობით, მისი გამგზავრება უკავშირდება რუსეთის ეკოლოგიური ოპერატორის (РЭО) გარშემო მიმდინარე შესაძლო კორუფციულ საქმეებს, სადაც უკვე ფიგურირებენ კომპანიის რამდენიმე მაღალჩინოსანი.
ოფიციალური კომენტარი რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია.
დენის ბუცაევმა კარიერა იურისტად დაიწყო. 1999 წელს დაამთავრა კუტაფინის სახელობის უნივერსიტეტი. 2008–2009 წლებში იყო ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ექსპერტთა საბჭოს წევრი. 2012 წელს გახდა „როსნანოს“ პროექტული კომპანიის „ПЭТ-технолоджи“-ის გენერალური დირექტორი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდების შექმნაზე მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ მუშაობა დაიწყო მოსკოვის ოლქის გუბერნატორის მრჩევლად, მოგვიანებით კი გახდა რეგიონული ინვესტიციებისა და ინოვაციების მინისტრი.
2018 წლამდე იკავებდა მოსკოვის ოლქის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლის დასაწყისში პირველად მივიდა РЭО-ში, რომელიც შეიქმნა რეგიონული ოპერატორების საქმიანობის კოორდინაციისთვის, თუმცა ამ პოზიციაზე დიდხანს არ დარჩენილა.
2020 წლის სექტემბერში დაინიშნა ბელგოროდის ოლქის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე და ასრულებდა გუბერნატორის მოვალეობას. იმავე წლის ნოემბერში დაბრუნდა РЭО-ში გენერალური დირექტორის პოზიციაზე და იქ მუშაობდა 2025 წლის მარტამდე, როდესაც რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრის მოადგილე გახდა.