კურიერები და ტაქსის მძღოლები თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ

01.05.26 17:15
კურიერები და ტაქსის მძღოლები თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ

პროტესტი თბილისში - ტაქსის მძღოლები და გაფიცული კურიერები დედაქალაქში მსვლელობას მართავენ. პირველი ლოკაცია, სადაც ტაქსის მძღოლები და კურიერები მივიდნენ, იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ახლა კი მსვლელობა გაგრძელდება იმ ოფისებთან, სადაც მათი ხელმძღვანელობა იმყოფება.

აქციის მონაწილები ქუჩებში გასული მოქალაქეები შრომის ადამიანურ პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც კურიერები აღნიშნავენ, მათთვის მომსახურების არსებულ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია.

ტაქსის მძღოლების მოთხოვნები კი ასეთია: 

  • 1. საკომისიოს შემცირება 10%-მდე;
  • 2. დაწესდეს მინიმალური ტარიფი 2 ლარი კილომეტრზე;
  • 3. უზრუნველყოფილი იყოს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 4. მგზავრობის ტარიფში დაანგარიშდეს საცობში გატარებული დრო;
  • 5. დაკორექტირდეს ჩამოსმისა და აყვანის ადგილები ისე, რომ მძღოლებს პრობლემები არ შეექმნათ პოლიციასთან და კამერებთან დაკავშირებით;
  • 6. გაიხსნას ოფისები დიდ ქალაქებში, რათა მძღოლებმა შეძლონ პრობლემების პასუხისმგებელ პირებთან მოგვარება;
  • 7. ლოდინის ღილაკი დაუბრუნდეს პირვანდელ ვერსიას. ხშირად მგზავრი არ ადასტურებს ლოდინს, რაც აკლდება შემოსავალს;
  • 8. აქტივობის დაბალი ქულის გამო არ დაიბლოკოს აპლიკაცია;
  • 9. თბილისში კომპანიამ იკისროს უეცენზიოდ დარეგისტრირებული მძღოლების ჯარიმების გადახდა;
  • 10 თანამშრომლის გაშვება/დაბლოკვა შეიძლებოდეს მარტო შრომის კოდექსში გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად;
  • 11. Bake და რთულადმისასვლელი ზონების გათვალისწინება;
  • 12. ღამის ტარიფის დამატება;
  • 13. კილომეტრაჟის ხარვეზის გამოსწორება;
  • 14. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება დასაქმებულთა წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები