მერიისგან მოგვდის გაზრდილი ჯარიმები, რაც ჩვენთვის დიდი პრობლემაა - ტაქსის მძღოლი
ტაქსის მძღოლები გაზრიდლი ჯარიმების შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ საპარკინგე სისტემის მოუწესრიგებლობის გამო, რაც ასევე თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა, ჯარიმები ჯარიმებზე მისდით.
მძღოლების თქმით, ისედაც მიზერულ თანხაზე მუშაობენ და ამ დროს მისული ჯარიმები, მათ ჯიბეებზე საგრძნობლად აისახება.
ყველგან ჩასაფრებულები არიან ტაქსებთან მიმართებაში - ხშირად გვიწევს ისეთ უხერხულ ადგილას გაჩერება გამოძახებიდან გამომდინარე, სადაც არ შეიძლება და ამ დროს მოგვდის მერიის ჯარიმები. გაზრილი ჯარიმები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ზედმეტი პრობლემაა. ესეც უნდა გავაპროტესტოთ, რადგან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ისედაც 10 საათი გვიწევს მუშაობა და 50-100 ლარის გამო ვმუშაობთ და დამატებული ჯარიმები ზედმეტი ხარჯია. პირიქით უარესდება სიტუაცია, ვიდრე გაუმჯობესდეს", - ამბობს ტაქსის მძღოლი.
ცნობისთვის, ძალაში შევიდა საგზაო წესების რიგ დარღვევებზე მოფიქრებული ახალი რეგულაციები, რაც დამატებით მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს. მაგალითად, თუ თქვენ სიჩქარეს 15 კმ/სთ-მდე გადააჭარბებთ, შესაძლოა 100 ლარით დაგაჯარიმონ. თუ ავტობუსის ზოლში გაივლით - სანქცია 100 ლარი იქნება და 15 ქულას ჩამოგაჭრიან მართვის მოწმობიდანაც