სამ დიდ ქალაქში ტაქსის მძღოლები და კურიერები გაიფიცნენ - რას ითხოვენ დასაქმებულები

01.05.26 20:17
სამ დიდ ქალაქში ტაქსის მძღოლები და კურიერები გაიფიცნენ - რას ითხოვენ დასაქმებულები

საქართველოს სამ დიდ ქალაქში ტაქსის მძღოლებმა პროტესტი დაიწყეს. სხვადასხვა კომპანიის მძღოლებმა აპლიკაციები ერთდროულად გათიშეს და მუშაობაზე უარი განაცხადეს. მათი მთავარი მოთხოვნა შრომითი პირობების გაუმჯობესება და ანაზღაურების ზრდაა.

მძღოლების განცხადებით, კომპანიებში სამუშაო პირობები მძიმეა, ხოლო შემოსავალი — არასაკმარისი. ისინი აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმა, „Bolt“-მა, პირობებს უნდა გადახედოს და დასაქმებულების უფრო ღირსეული ანაზღაურება უზრუნველყოს.

პროტესტს მალევე შეუერთდნენ საკურიერო კომპანიებში დასაქმებული კურიერები. მათი თქმით, ყოველდღიურად უწევთ მაღალი საკომისიოს გადახდა, რაც გაძვირებული საწვავისა და ადმინისტრაციული ჯარიმების ფონზე დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის.

კურიერები ასევე აცხადებენ, რომ მიუხედავად მიგრაციის კანონში შეტანილი ცვლილებებისა, უცხოელი კურიერები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მათი თქმით, ნაწილი შესაძლოა სხვა პირების სახელზე რეგისტრირებულ „Glovo“-სა და „Wolt“-ის ანგარიშებს იყენებდეს.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები