ნია იმნაძეს იძულების წესით მიიყვანენ სასამართლოში - მოკლული მასწავლებლის დედა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა წერს, რომ გახმაურებული მკვლელობის ოქროს მოწმეს, ნია იმნაძეს სასამართოში იძლების წესით მიიყვანენ.
მისივე ინფორმაციით, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომოლობა და იმნაძეს 7 მაისს, 16:00 საათზე სასამართლო პროცესზე მიიყვანენ.
გააზიარეეეეეეთ!!!!!!
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 7 მაისს 16:00 საათზე,
ი ძ უ ლ ე ბ ი ს წ ე ს ი თ,
ნია იმნაძეს მიიყვანენ სასამართლო პროცესზე!
პროკურორო ქეთი სონიძევ, სუპერი ხართ!!!!,- წერს კუპატაძე.
შეგახსნებეთ, რომ 30 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე სწორედ იმნაძე უნდა დაეკითხათ, თუმცა, მისმა უფლებადამცველმა თქვა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მისვლას ვერ შეძლებდა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინა.