სად არის ხორცი 10 ლარად, დაგვცინით? - ხალხის პასუხი კობახიძეს
ფასების კომისიის მიერ დადებული დასკვნის მერე ხალხი ამბობს, რომ კობახიძის მოთხოვნით შექმნილმა კომისიის შექმნის შემდეგ ფასებმა არა თუ დაიკლო, არამედ მოიმატა.
დღეს "პირველების" გადამღები ჯგუფი სამგორის ბაზარში იმყოფებოდა - მოქალაქეები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ 10 ლარიან ხორცს ეძებენ, თუმცა ვერსად პოლულობენ.
ხალხის თქმით, ირაკლი კობახიძის ხორცზე გაკეთებული განცხადება მოქალაქეების დაცინვაა და სხვა არაფერი.
ტელევიზორში თქვეს 10 ლარი, სად არის 10 ლარი ხორცი? ძალიან კარგად იციან რა ფასებია. 370 ლარი მაქვს პენსია, რა ვქნა ამ ფულით? - ჭამა ხომ მინდა, ჩაცმა ხომ მინდა, იქ შუქის ფულია გადასახდელი, იქ შვილს ვეხმარები. ძალიან ძნელია, ხანდახან ვტირი ხოლმე", - ამბობს მოქალაქე.
10 ლარად ხორცი სადაა, ეს ჩვენი დაცინვაა და მეტი არაფერი. ყველაფერი გაძირებულია, არანაირი შეღავათი არ არსებობს. რას ეტყობა გაიაფება?"- ამბობს მოქალაქე.
გეუბნებიან ხორცი 10 ლარი ღირსო და სინამდვილეში 33 ლარი ღირს, როგორია?- ამბობს მოქალაქე.
10 ლარად მე ვერ ვშოულობ და რანაირად გავყიდო 10 ლარად. 23 ლარად ვიბარებ რომ გავყიდო... არვიცი ირაკლი კობახიძე ალბათ შულობს", - ამბობს მოვაჭრე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ახალი ხორცი საქართველოში, ნახევარი კილოგრამი 10 ლარი ღირს.