საქართველოში მიწისძვრა მოხდა

02.05.26 13:42
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი ნინოწმინდის სოფელი საღამო იყო.

მიწისძვრა დილის 07:43 საათზე მოხდა.