"მზიას თავისუფლებისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის" - დღევანდელი მარში თავისუფალ მედიას მიეძღვნება
"მზიას თავისუფლებისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის" - ამ სახელწოდებით, დღევანდელი შაბათის ტრადიციული მარში თავისუფალ მედიას მიეძღვნება.
დღეს ხალხი ფილარამონიასთან 19 საათზე შეიკრიბება და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით დაიძრება.
ხვალ 3 მაისია - მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე. ამ დღეს ბოლო წლებში მედია სისტემური ზეწოლისა და ძალადობის პირობებში ხვდება. საქართველოში ჟურნალისტები ხდებიან ფიზიკური თავდასხმების, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, დისკრედიტაციისა და სამართლებრივი დევნის სამიზნე. ასე მოხდა მაკა ჩიხლაძის, გიორგი შეწირულის, გურამ როგავას და კიდევ ათობით ჩვენს კოლეგაზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში. დღეს, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი იმყოფება უკანონო პატიმრობაში.
ჩვენ გვახსოვს 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, რომელსაც "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ეს დღე გვახსენებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის საფუძველია, ხოლო ჟურნალისტების უსაფრთხოება — საზოგადოების თავისუფლების აუცილებელი პირობა.
თუმცა, საქართველოში ეს თარიღი წლებია განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს. ბოლო წლებში მედია სისტემური ზეწოლისა და ძალადობის პირობებში მუშაობს. ჟურნალისტები ხდებიან ფიზიკური თავდასხმების, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, დისკრედიტაციისა და სამართლებრივი დევნის სამიზნე.
ჩვენ გვახსოვს 5 ივლისის ძალადობა, რომელსაც ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა. გვახსოვს 2024 წლის ნოემბრის მოვლენები, როდესაც მედიის წარმომადგენლები კვლავ ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
დღესაც, ჟურნალისტები იმყოფებიან პატიმრობაში — მათ შორის მზია მაღლობელი.
ეს ფაქტები არ არის წარსული — ეს არის მიმდინარე რეალობა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიას, არამედ თითოეული მოქალაქის უფლებას — მიიღოს თავისუფალი და სანდო ინფორმაცია.
სწორედ ამიტომ, ვიკრიბებით მედიის სოლიდარობის მარშზე. მოვდივართ, რათა:
— დავიცვათ სიტყვის თავისუფლება;
— გამოვხატოთ სოლიდარობა ძალადობისა და ზეწოლის მსხვერპლი ჟურნალისტების მიმართ;
— მოვითხოვოთ უსაფრთხო გარემო მედიისთვის;
— დავიცვათ ჩვენი უფლება — ვიცოდეთ სიმართლე.
2 მაისს, შაბათს, 19:00 სთზე, ფილარმონიასთან!
შაბათი მარშის დღეა!
ერთად ვდგავართ თავისუფალი მედიისთვის.
თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.