"ვაპირებ ჩივილს" - არჩილ მუსელიანცის დედობილი ამბობს, რომ ციხიდან გახსნილი წერილები მისდის
სინდისის პატიმარ არჩილ მუსელიანცის დედობილს პენიტენციურ სამსახურთან კითხვები აქვს - ქალი ამბობს, რომ ციხიდან პატიმრის მიერ გამოგზავნილი წერილები იქამდე იხსნება, ვიდრე ადრესატამდე მივა. ცარო ოშაყმაშვილი ახლა სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. მისი ნაამბობის მიხედვით, ბოლო წერილში არჩილ მუსელიანცმა დაწერა, რომ თუ ისევ წინასწარ გახსნიდნენ მის კონვერტს, ის შიმშილობას დაიწყებდა. დედობილის თქმით, ამის მიუხედავად, წერილი ისევ გახსნილი მივიდა ადრესატამდე.
წერილი არის გაჭრილი. ჩვენ წებოვანებს ვაკრავთ ხოლმე. ასეთი გახსნილი წერილი მომიტანეს. გუშინ წავიღე სახალხო დამცველის აპარატში და დავწერე საჩივარი და ვაპირებ ვიჩივლო თვითონ პენიტენციურშიც. არჩილსი სამი წერილი დარეგისტრირებულია ციხეში, მაგრამ ჩემამდე მოსული არ არის. მწერს რომ თუ ეს წერილი კიდევ დაიკარგა, დაიწყებს შიმშილობას და წერს: გაფრთხილებთ, ამ საქმეს ასე არ დავტოვებო. სხვათაშორის წერილები დაიკარგა 4 ოქტომბრის წინ - გახსნილები იყო მაშინ ჩემი და მისი წერილიც. რატომღაც ჰგონიათ, რომ რაღაცას ვგეგმავთ", - ამბობს ცარო ოშაყმაშვილი.