თამუნა გიორგაძეს 2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

06.05.26 15:28
თამუნა გიორგაძეს 2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, თამუნა გიორგაძეს გზის გადაკეტვისა და ტროტუარზე დგომის საბაბით 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგაძეს 17 დეკემბრის აქციაზე ტროტუარზე დგომასა და 7 თებერვლის შაბათის მარშის დროს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

მოსამართლემ ორივე საქმე გაერთიანებულად განიხილა.

მსგავსი სიახლეები