სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
ტროტუარზე დგომის საქმე - სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში თავად წერს.
მისი თქმით, თუ დღეს არ დააკავებენ,. ხვალ დილით თავად მივა პოლიციაში.
„3 დღით უნდა დაგემშვიდობოთ. რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა საქალაქო უსამართლომ. ველოდები თავად როდის დამიკავშირდებიან. თუ დღეს არ დამაკავებენ, ვაპირებ რომ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ვუყურო და ხვალ დილით მივიდე პოლიციაში... ვნახოთ,“ - წერს ჩაჩანიძე.