თუ საქართველოს ორივე ინსტანციაში განაჩენი ასეთი ფორმით დარჩა, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ - ძმები მიქაძეების ადვოკატი
"თუ საქართველოს ორივე ინსტანციაში განაჩენი ასეთი ფორმით დარჩა, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ" - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეების ადვოკატმა განაცხადა.
ადვოკატი პირველ ეტაპზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.
ზვიად კორძაძის განცხადებით, განაჩენი უკანონოა. მისი თქმით, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
უფლებადამცველი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას გამორიცხავს.
საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქმე გამყარებულია მხოლოდ პოლიციელის პატაკებით, რომელიც ემყარება ანონიმურ წყაროებს, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ეს უკვე გრძელი ბრძოლაა, რომლისთვისაც მზად არიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები.“- განაცხადა ადვოკატმა.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, ორივე მათგანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.
რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განაჩენს, მკვლელობის ორგანიზატორად დასახელებული ექს მთავარი პროკურორის საქმე სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპამდე არ მისულა.
პასუხისგებაში არ არის მიცემული ირაკლი უსოიანი, „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. ეს უკანასკნელი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზატორად პროკურორამ დაასახელა.