მოქალაქეები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან აქციას მართავენ

06.05.26 18:28
მოქალაქეები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან აქციას მართავენ

მოქალაქეები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან აქციას მართავენ. პროტესტს უერთდებიან ცხოველთა უფლებადამცველები და შინაური ცხოველების მეპატრონეები, ასევე მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლები. 

ადგილზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ მიუსაფარი ძაღლები ისევ მიჰყავთ გაურკვეველ ადგილას და აღარ აბრუნებენ. 

უკვე კასტრირებული ძაღლები გადაჰყავთ და აძინებენ. ესენი ასრულებენ დადგენილებას, იმ დადგენილების მიხედვით მოქმედებენ, რომელსაც კობახიძემ მოაწერა ხელი. ჩვენი მოთხოვნაა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, ნიკა არაგველი, ასევე ლალი ბერძენიშვილი, თორნიკე ჭიტრიკაშვილი, გიორგი კაკაჩია, ეს ადამიანები არიან დასაჭერები იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ უყვართ ცხოველები. ამ სისტემაში უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ცხოველები და ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები