განაჩენი ჯანგველაძის საქმეზე - სასამართლოს დეტალები

06.05.26 20:14
განაჩენი ჯანგველაძის საქმეზე - სასამართლოს დეტალები

ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს სამუდამო ციხის ვერდიქტი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოუტანა. უმკაცრეს სასჯელს განსასჯელის სკამზე მჯდომი ერთადერთი ბრალდებული - გიორგი მიქაძე დუმილით შეხვდა. საკუთარი ვერდიქტი დაუსწრებლად მოისმინეს მიმალვაში მყოფმა დავით მიქაძემ და გიორგი ჯოხაძემ. ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება - ასე ახსნა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უმკაცრესი გადაწყვეტილება.

უმკაცრესი სასჯელის გამოცხადებამდე გიორგი მიქაძე მოსამართლეს 1 საათის განმავლობაში უხსნიდა, რომ ვერდიქტი ეჭვების, ვარაუდის და პოლიციის პატაკის საფუძველზე არ გამოეტანა. გიორგი მიქაძე 9-თვიანი სასამართლოს განხილვების განმავლობაში, რომეო ტყეშელაშვილს საკუთარ სიმართლეში დღეს პირველად არწმუნებდა. სიტყვის ბოლოს თქვა, რომ მისი ციხეში გამოკეტვა ვიღაცის ნება იყო, თუმცა ვისი - არ უთქვამს.

ძმებ მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს გამოძიება გახმაურებული საქმის - ლევან ჯანგველაძის  მკვლელობის ორგანიზებას ედავებოდა. გამოძიება ამტკიცებდა, რომ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის მკვლელობა ექს-პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს დაავალა. მკვლელობის მთავარ დამკვეთად პროკურატურა ირაკლი უსოიანს ასახელებდა - ე.წ კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის შვილიშვილს, რომელმაც ბაბუის მკვლელობის გამო შური მერაბ ჯანგველაძეზე იძია. უსოიანს ამ დრომდე ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს, საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მის წინაღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს.

დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები