ყველაზე პატარა 16 წლისაა, ყველაზე დიდი - 73-ს - რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის პირველ კვარტალში

07.05.26 12:45
ყველაზე პატარა 16 წლისაა, ყველაზე დიდი - 73-ს - რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის პირველ კვარტალში

2026 წლის პირველ კვარტალში 7383 მართვის მოწმობა გაიცა - ყველაზე მეტი, 276 მოწმობა 17 წლის ასაკის პირებზეა გაცემული.

მართვის მოწმობის ამღებ პირთაგან ყველაზე პატარა 16 წლისაა, რომელმაც მოპედის მართვის უფლება მიიღო, ხოლო ყველაზე დიდი - 73 წლის.

ამასთან, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მართვის მოწმობის ამღებთა შორის საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების გარდა არიან: აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, პაკისტანის, ყაზახეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ინდოეთის, ლიბანის, ტუნისის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ეგვიპტის, გერმანიის, ირანის, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.

წყარო: IPN