ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, ხოლო გიორგი კაჭკაჭაშვილს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

07.05.26 13:04
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, ხოლო გიორგი კაჭკაჭაშვილს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე სასამართლომ მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი დამნაშავედ ცნო.

 გიორგი კაჭკაჭაშვილს, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას ედავებოდა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ხოლო მამუკა ბაღდავაძეს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ, 7 წლით პატიმრობა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ გამოაცხადა.

სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა გიორგი კაჭკაჭაშვილმა. 

რასაც მედავებიან ის არის, რომ და გიორგი ჯოხაძემ ჯგუფურად შევიძინეთ იარაღები. რა თქმა უნდა, მე უდანაშაულო ვარ, როგორც ჯგუფურად ისე ძეძენილ ბრალში. მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის", - თქვა კაჭკაჭიშვილმა. 

  • გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.
  • მამუკა ბაღდავაძეს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. ასევე უვადო პატიმრობა მიესაჯათ გუშინ მკვლელობის ორგანიზებით დაკავებულ ძმებს - დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს. 

მსგავსი სიახლეები