მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო მიტაცებულია რეჟიმის მიერ, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა - ნადირაძის ადვოკატი

07.05.26 19:40
მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო მიტაცებულია რეჟიმის მიერ, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა - ნადირაძის ადვოკატი

 

 

 

მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არის გაუქმებული და მიტაცებული რეჟიმის მიერ, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, - ამის შესახებ ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “მოსამართლემ განაჩენის ფორმა მისცა იმ პოლიტიკური განცხადებებს და ბრალდებებს, რომელსაც რეჟიმის პროპაგანდისტები ამდენი ხნის განმავლობაში ისროდნენ“.

როდესაც მე, როგორც ადვოკატს მეკითხებიან, რომ რა მოლოდინი მქონდა, რა განაჩენს მიიღებდა ე.წ. მოსამართლე, მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ ენახა პაპუაშვილების, კობახიძეების, კალაძეების და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტების პოლიტიკური განცხადებები, როლებიც დაბეჯითებით საუბრობენ, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკოსებმა დააორგანიზეს გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებები, მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი მტკიცებულებები არ არსებობდა. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი დადასტურდა, მოსამართლემ განაჩენის ფორმა მისცა იმ პოლიტიკური განცხადებებს და ბრალდებებს, რომელსაც რეჟიმის პროპაგანდისტები ამდენი ხნის განმავლობაში ისროდნენ“, - განაცხადა აბესაძემ.