სასამართლომ გააჟღერა ის, რაც ხელისუფლებამ შეუკვეთა - ბექა ბასილაია
ეს იყო სრულად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება. სასამართლომ გააჟღერა ის, რაც ხელისუფლებამ შეუკვეთა, - ამის შესახებ პაატა მანჯგალაძისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას არანაირი ლოგიკური ახსნა და სამართლებრივი წინაპირობები არ აქვს.
ეს იყო სრულად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება. სასამართლომ გააჟღერა ის, რაც ხელისუფლებამ შეუკვეთა. გადაწყვეტილებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს და არც სამართლებრივი წინაპირობები. სასამართლოს მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება აბსოლუტურად მცდარი იყო. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით, ის მინიმალური ცრუ სტანდარტიც კი , რასაც პროკურატურა წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, ესეც კი არ არსებობდა. არავითარი შემხებლობა, ბრალის დამადასტურებელი ოდნავი პწკარიც კი არ იყო მის მიმართ. ამავე დროს, ყველა სხვასთან უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ბასილაიამ.