სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს - ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულს აღიარებს

08.05.26 15:13
სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს - ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულს აღიარებს

ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ხუთივე ბრალდებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესები საჯარო არავისთვის იქნება.

"პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სპეცდანიშნულების ყოფილმა თანამშრომელმა დანაშაული უკვე აღიარა. მისი ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, ბრალდებული ამბობს, რომ მას არავის ბრძანება არ შესურულებია.

როგორც უფლებადამცველი "პირველებს" ეუბნება, 5-ვე დაკავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. 

ვიცაც გუშინ დაკავებულ სპეცდანიშნულების ყოფილ თანამშრომელს. გაუთქმელობაზე მოგვაწერინეს ხელი, ამიტომ ინფორმაციის შესახებ დეატალურად ვერ გეტყვით. საქმის მასალები ახლა უნდა გადმომეცეს და დიდი ალბათობით დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობაც. მოტივი რა გახდა გაუქთქმელობის, ვერ გეტვით. დიახ გამოძებსი მოთხოვნაა. თავად აღიარებს დანაშაულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მას არავის ბრძანება არ შესურულებია. მეტს ვერაფერს გეტყვით, გურამ როგავაზე თავდასხმას არ ედავებიან", - აცხადებს დიმიტრი მჭედლიშვილი.

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა. 

ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები