სინდისის პატიმარი შეწყალებას ითხოვს — რას იზამს ყაველაშვილი?
„ჯერ გვითხარით, ვინ არის ყაველაშვილი“ - ასეთი რეაქცია მოჰყვა 21 წლის პატიმრის შეწყალების მოთხოვნას „ქართულ ოცნებაში“.
მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების წერილი ფრიდონ ბუბუტეიშვილმა ლაითურის ციხის სამარტოო საკნიდან გაუგზავნა, სადაც უკვე ორი წელია იმყოფება. ბუბუტეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. ახლა კი, როგორც თავად ამბობს, რუსული კანონის ერთ-ერთი მთავარი ავტორი მისგან ყაველაშვილის ლეგიტიმაციის აღიარებას ითხოვს.
სინდისის პატიმარმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია ლაითურის ციხიდან, რომ მიხეილ ყაველაშვილის სახელზე შეწყალების წერილი უკვე გაგზავნილია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ — „მოითხოვონ შეწყალება და შევიწყალებთ“. სწორედ ამ განცხადებების პასუხად გადადგა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა ეს ნაბიჯი, — წერს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში.
ახლა მთავარი კითხვა ასეთია — რას იტყვის „ქართული ოცნება“, როდესაც შეწყალების წერილიც არსებობს და პატიმრის გათავისუფლებას მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერა სჭირდება?
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.