9 მაისი გორში - კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევრებმა ნაომარ ქალაქში მსვლელობა საბჭოთა სიმბოლოებით გამართეს

09.05.26 16:51
9 მაისი გორში - კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევრებმა ნაომარ ქალაქში მსვლელობა საბჭოთა სიმბოლოებით გამართეს

 

 

9 მაისი გორში - ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავზე, კომუნისტური იდელოგიის მიმდევრებმა ნაომარ ქალაქში აკრძალული საბჭოთა სიმბოლოებით გამართეს მსვლელობა.

"სტალინი, გამარჯვება, სოციალიზმი" -  ამ შინაარსის იყო ტრანსფარანტები, რომელიც  მსვლელობაში მონაწილეებს ეჭირათ ხელში.

დემონსტრანტები სტალინის მუზეუმიდან ქალაქის საკრებულომდე მივიდნენ. საბჭოთა სიმბოლიკით დატვირთულ მსვლელობაზე მონაწილეებისგან პერიოდულად ისმოდა შეძახილებიც: "დიდება დიდ სტალინს". აქციის მონაწილეეებმა სტალინის ძეგლის და საბჭოთა კავშირის დაბრუნება მოითხოვეს იმ ქალაქის მოედანზე,რომელსაც 2008 წელს რუსეთი ბომბავდა.