ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლამ სტუდენტების ახალი ნაკადი მიიღო
წალენჯიხაში მოქმედმა ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლამ სტუდენტების ახალი ნაკადი მიიღო. სასწავლო დაწესებულებაში სწავლება უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე კომპიუტერულ მეცნიერებებს 68 სტუდენტი შეისწავლის.
სასწავლო პროგრამა 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები სხვადასხვა IT მიმართულებაში მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც მათ ტექნოლოგიურ სფეროში განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, სწავლება სრულად ფინანსდება ნიკო კვარაცხელიას IT სკოლისა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით.
ახალ სასწავლო ეტაპზე დარეგისტრირდა 68 აბიტურიენტი. ეს არის მეხუთე ნაკადი 2023 წლიდან. დღემდე 167 სტუდენტმა დაამთავრა წამრატებით სკოლა. წარმატებულებს ყველას გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატი. სწავლის პროცესი მოიცავს დაახლოებით 10 კვირას. ჯამში, რეგისტრაციიდან საბოლოო საგამოცდო ეტაპის ჩათვლით, დაახლოებით სამი თვის დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სწავლა უფასოა. სრულიად ფინანსდება ბატონი მამუკა ხაზარაძის მიერ, - ამბობს აიტი სკოლის დირექტორი ზურაბ გეთია.
IT სკოლა მსურველებს ჩარიცხვის შესაძლებლობას წელიწადში ორჯერ აძლევს. პროგრამის მიზანი რეგიონებში ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე პროფესიული უნარების განვითარებაა.
სასწავლო ცენტრს 2023 წლის შემდეგ უკვე 147 სტუდენტი ჰყავს გამოშვებული.