მიმართავს თუ არა პატრიარქი შიო ყაველაშვილს პატიმრების შეწყალების თხოვნით? - რა თქვეს მღვდელმთავრებმა და რას ამბობენ "ოცნებაში"

12.05.26 20:07
მიმართავს თუ არა პატრიარქი შიო ყაველაშვილს პატიმრების შეწყალების თხოვნით? - რა თქვეს მღვდელმთავრებმა და რას ამბობენ "ოცნებაში"

სინდისის პატიმრების შესაძლო შეწყალების საკითხი პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა. წმინდა სინოდის ერთ-ერთმა უხუცესმა წევრმა, მეუფე ანანიამ განაცხადა, რომ „შეწყალება სათნოებაა“ და აღნიშნა, რომ სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება ქრისტიანულად, ადამიანურად და სახელმწიფოებრივად გამართლებული ნაბიჯი იქნება.

მოლოდინი, რომ პატრიარქის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შესაძლოა სწორედ შეწყალების ინიციატივა გახდეს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც 9 აპრილს მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ამ საკითხს პატრიარქის არჩევის შემდეგ დაუბრუნდებოდნენ. ჯაღმაიძემ დღეს სვეტიცხოველში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით „სიახლეებს უნდა ველოდოთ“.

სასულიერო პირების განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ სინდისის პატიმრების საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. მღვდელმთავრები დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ შეწყალება აუცილებელია და პროცესში პატრიარქის როლი გადამწყვეტი იქნება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.