მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ნათია ჭელიძეს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ნათია ჭელიძეს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
შსს სამოქალაქო აქტივისტს 31 იანვარს, მარშის დღეს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
ნათია ჭელიძე პოლიციას სასამართლოს ეზოში ელოდება. სამოქალაქო აქტივისტს ხელში უჭირავს წიგნი: "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი".
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მომისაჯა 2-დღიანი პატიმრობა, 31 იანვარს გზის გადაკეტვის საბაბით. არ დავსწრებივარ გამოცხადებას, თუმცა ჩემი მეგობრებისგან გავიგე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო იმიტომ, რომ ეს სრულად არ ჯდება ჩვენს გამოხატვის თავისუფლებაში. არ ვაპირებ საერთოდ რომ დავრეკო პოლიციაში და ა.შ., ლექცია მაქვს და მივდივარ ლექციაზე.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ეს სასამართლო იღებს, არ არის თვითონ ამ მოსამართლეების მიღებული და ეს ყველაფერი წყდება ზევიდან, მაგრამ მაინც მჯერა, რომ საბოლოოდ, ქართველი ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ დიქტატურას," - თქვა ნათია ჭელიძემ.