"ქურდული გარჩევების" საქმე - ვინ იყო ადამიანი, ვისი სახელითაც მოქალაქეებს ონლაინ ბანკებიდან სესხის აღებას აიძულებდნენ
ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმე - დღევანდელ პროცესზე გაირკვა, ვისი სახელით აიძულებდნენ მოქალაქებს ონლაინ ბანკებიდან სესხი აეღოთ და მათთვის გადაერიცხათ.
აღმოჩნდა, რომ ვინმე “ბეროზა“ იყო ის ადამიანი, ვის სახელითაც თვების განმავლობაში მოქალაქეებს თანხებს სძალავდნენ.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენელის თქმით, მასშტაბური დანაშაულის სქემაზე გამოძიება ერთი პოლიციელის პატაკის საფუძველზე გავიდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოსმენები და ფარული მიყურადება იმ ადამიანების, ვინც უშუალო კავშირში იყვნენ “ბეროზასთან“, ასევე კანონიერ ქურდთან, ნოდარ შუკაკიძესთან, მის ძმასთან. სწორედ ამ მოსმენების საფუძველზე დაადეს ხელბორკილი 44 ადამიანს.
გამომძიებელი არ გამორციხვს, რომ ბრადლებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
ქურდულ გარჩევებს უწყობდნენ მოქალაქეებს, რომლებსაც შერჩევითი პრინციპით აჩერებდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით სესხებს აკეთებინებდნენ, ჩარიცხულ თანხას კი სასურველ ანგარიშზე რიცხავდნენ. საქმეში 10-მდე დაზარალებულია უკვე გამოკითხული. გამოძიება ქტიურად მიმდინარეობს და ერთ-ერთი მიმართულებაა სწორედ დაზარალებულთა იდენტიფიცირებაა. ქურდულ სამყაროს წევრობაზე პასუხისგებაში მიცემული პირები ქურდული ავტორიტეტები გახლავან, მაგალითად ლევან გასიტაშვილი, იგივე “ბეროზა“, რომელიც ყველაზე მოცულობით ეპიზოდებით არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში, - თქვა გამომძიებელმა.
ცნობისთვის, ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე ბრალი 50 პირს წარუდგინეს.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას