ციხეები პატიმრებით გადავსებულია - რას ამბობენ "ოცნებაში და რას პასუხობენ უფლებადამცველები
საქართველოს ციხეები პატიმრებით გადაივსო — „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-14 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2025 წელს გასამართლებული პირების რაოდენობამ 22 767 შეადგინა. სტატისტიკაში მსჯავრდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა — მათ შორის, თუ სასჯელის სახით გამოყენებულია პატიმრობა, შინაპატიმრობა ან გირაო.
საქსტატის მონაცემებით, ცალკეულ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დასაშვებ ლიმიტს უკვე აღემატება. საუბარია გლდანის, რუსთავისა და ქუთაისის ციხეებზე, სადაც განთავსებული მსჯავრდებულების რაოდენობა გადატვირთულობის ნიშნებს აჩვენებს.
სტატისტიკა ასევე მიუთითებს, რომ პატიმართა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სულ 11 669 პირი იმყოფებოდა.
ადვოკატების შეფასებით, გადატვირთულობამ პენიტენციურ სისტემაში დამატებითი პრობლემებიც შექმნა. მათი თქმით, ციხეებში არსებული ვითარება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზეც აისახება და პატიმრებს შესაბამისი დახმარების მიღება ხშირად უჭირთ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.