სინდისის პატიმრები ჩემი შვილები არიან, მზიას და ანდროს ციხეში წიგნები უნდა გავუგზავნო, მე მინდა მიტანა, თუ შემიშვეს - ინტერვიუ გიული ჩოხელთან
"ჩემი შვილები არიან" - ასე მოიხსენია ლეგენდარულმა ქართველმა ჯაზმენმა, გიული ჩოხელმა სინდისის პატიმრები "ტვ პირველთან".
გადაცემა "შუადღე ლაივისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ჟურნალისტმა ნანუკა ქაჯაიამ ჩაწერა, მუსიკოსი ამბობს, რომ მისი წიგნების კომპლექტს მალე ციხეში ანდრო ჭიჭინაძეს და მზია ამაღლობელს გაუგზავნის, გამოთქვამს სურვილს, რომ თავად მივიდეს საპატიმროში, თუმცა არ იცის, შეუშვებენ თუ არა.
ჯაზმენმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას უთხრა, რომ სისხლიანი ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ, რა დროსაც უამრავი ადამინი სცემეს და დაასისხლიანეს, აღარსად აღარ დადის - "მე აღარსად აღარ დავდივარ, აღარ მინდა მაგათი ნახვა. მე მინდა ვნახო ჩემი ბიჭები".
გიული ჩოხელი დარწმუნებულია, რომ სინდისის პატიმრები მალე თავისუფლებაზე იქნებიან - "ბიჭები გამოვლენ, მაგრად უნდა ვიქეიფოთ ერთად, ვიმღეროთ და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ჩემი შვილები არიან ისინი. ქალბატონ მზიასაც უნდა ჩავეხუტო".
ჩემს გულში არიან ეს ბიჭები, ეს ადამიენები, რომლებიც უსამართლოდ, ასე ცემა-ტყეპით რომ შეყარეს ციხეში. მე ნერვები დღესაც მეშლება. მე აღარსად აღარ დავდივარ, აღარ მინდა მაგათი ნახვა. მე მინდა ვნახო ჩემი ბიჭები. ერთ კომპლექტს ჩემს 7 წიგნს ვაძლევ მზიას (ამაღლობელს). ანდრო ვაძლევ 7 წიგნს (ჭიჭინაძეს) მუსკომედიაში ხომ იყო ანდრო, დედაჩემმა იქ 60 წელი იმუშავა და ჩემი შვილია ის (ანდრო) მინდა გავუგზავნო ციხეში, თუ მე შემიშვებენ, მინდა მე მივიდე და მივუტანო. სამი კომპლექტი, 21 წიგნი მიდის ციხეში. მზიას ერთი, ერთი ჩვენს ჭიჭნაძე და ის ერთი ვისაც უნდა და ჭიჭინაძე ვისაც მისცემს მისი იქნება. ბიჭები გამოვლენ, მაგრად უნდა ვიქეიფოთ ერთად, ვიმღეროთ ქართული სიმღერები, ჯაზით იმღერონ და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ჩემი შვილები არიან ისინი. ქალბატონ მზიასაც უნდა ჩავეხუტო, იმიტომ, რომ ბათუმი არი ს ჩემი სიყვარული და ეს ქალბატონი არის იქაური", - ამბობს გიული ჩოხელი.
მუსიკოსი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის შესახებაც. მან "ტვ პირველს" გაუმხილა, თუ რას ეტყოდა "ოცნების" დამფუძნებელს შეხვედრის შემთხვევაში.
ძალიან დიდ შეცდომაშია - ამბობს ჩოხელი ივანიშვილზე.
ბიძინას რომ შევხვდე მე, მე მას დედურ ინტონაციაში წავუკითხავ, ის რისი ღირსიც არის. ვეტყვი, რომ ძალიან დიდ შეცდომაშია, ვეტყვი რომ შენ დაღუპე შენი სახელი, შენ დაღუპე შენი ოჯახი, შენი შრომა წყალში წყალში ჩაყარე. რეები გააკეთა - რისი გულისთვის? ამ ლაწირაკების გულისთვის, გვერდზე რომ უდგანან? - განაცხადა გიული ჩოხელმა.
ლეგენდარული ჯაზმენი საუბრობს საქართველოს მთავრობაზეც და ამბობს, რომ მაშინ, როცა ხალხს აწამებდნენ და არბევდნენ, ისინი მხოლოდ ცარიელი, ცივი თვალებით უყურებდნენ მიმდინარე მოვლენებს.
აღარ მინდა მასზე ვისაუბრო, თმას რომ იხვევს, ეგ მომატყუებს მე, გიულის მოატყუებს? - ამბობს მუსიკო ირაკლი კობახიძეზე.
ჯერ ერთი ორი წელი იდგა ხალხი მშიერ-მწყურვალი გარეთ, ქალები გარეთ და მტავრობის სახის მიმიკა იყო, კობრა ხომ გინახიათ, რომ გიყურებს, კობრას თვალები, არაფრის მთქმელი, ცივი თვალებით უყურებდა საქართველოს მთავრობა ხალხს. ზიზღი მაქვს, გაჭიმულები რომ დგანან და ჭკუას რომ გასწავლის. ამ დროს ეს ახალგაზრდები რომ ჰყავთ დაჭერილი და რომ ცემეს. რას აკეთებდა ეს პოლიცია, ახლაც კი მაჟრრჟოლებს. ესენი ქართველები არიან. აღარ მინდა რომ ვთქვა მისი სახელი, რაც ჰქვია, აი თმას რომ ისწორებს, 6 თვიანს რომ იკეთებს და იხუჭუჭებს (კობახიძეზე საუბრობს). ვის ატყუებს ეგ - გიულის? მე ვერ მომატყუებენ", - აცხადებს მუსიკოსი.