"ოცნება" და ფასები - სუპის მომზადება საქართველოში ორჯერ გაძვირდა

16.05.26 20:22
"ოცნება" და ფასები - სუპის მომზადება საქართველოში ორჯერ გაძვირდა

"ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველოში სუპის მომზადებაც მინიმუმ 2-ჯერ გაძვირდა. 

"შაბათის ეთერის" მიერ  თბილისის ბაზრობებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი ასეთია: ერთი ულუფა, უხორცო სუპის ინგრედიენტები დაახლოებით ოცი ლარამდე დაჯდა. 2012 წლამდე იგივე კალათა სულ რაღაც შვიდი ლარი ღირდა.

რა უჯდება ხალხს სუპი საქართველოში?  - პაატა ბაირახტარმა ახლანდელი ფასები 2012 წლამდე პერიოდს შეადარა. გაირკვა,  რომ მხოლოდ ამ ერთი უხორცო კერძის მომზადება 120%-ზე მეტადაა  გაძვირებული.  ერთი კერძის მომზადება  7 ლარიდან 15-20 ლარამდე ავიდა და ეს ენერგომატარებლების გარეშე, მაშინ როცა წელს დენი 30%-ით გაიზარდა.

ფასების კომისიამ კი სამთვიანი მუშაობა დაასრულა - რამდენიმე დღეში მაღაზიებში სხვადასხვა დღეებში ფასდაკლებით ან სააქციო ფასებად გამოტანილი პროდუქტები ერთ სტენდზე მოათავსეს. მმართველი ძალა ხალხს ეუბენბა, რომ ამით კმაყოფილი უნდა ვიყოთ.

ვიდრე ივანიშვილის "შაბათის ეთერმა" დეპუტატებს ჰკითხა, სარგებლობენ თუ არა თავად სპეციალური თაროებით და იმ ფასდაკლებული პროდუქტებით, რომლებსაც მოსახლეობას ასე თავგამოდებით სთავაზობენ.

სად ყიდულობენ პროდუქტებს მილიონერი კანონმდებლები და ნახეს თუ არა გაიაფებული საკვები პროდუქტები  - რას ამბობენ "ქართული ოცნების" დეპუტატები და რას პასუხობს ივანიშვილის გუნდს ხალხი. 

ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი