ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს - PACE-ს კომიტეტი

21.05.26 16:06
ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს - PACE-ს კომიტეტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის განცხადებით, „ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს“.

კომიტეტი თანამომხსენებლების ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტში განმარტავს, რომ ეს გამოწვეულია „დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე უწყვეტი ზეწოლით, ასევე, ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციით“.

ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით.

დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე განუწყვეტელი ზეწოლის, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამიტომ, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში აღდგეს ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად". - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. 

სრული დოკუმენტი: