თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ მეორე მუშა მოკლა

23.05.26 11:13
თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ მეორე მუშა მოკლა

სისხლიანი გარჩევა მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის - მოკლულია 47 წლის თამაზ ნაკაშიძე. გამოძიების ინფორმაციით, ერთმა მუშამ მეორეს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით  მიაყენა. როგორც "ტვ პირველს" უყვებიან, კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევა გუშინ წერეთლის გამზირზე, იქსორის მშენებარე ტერიტორიის მიმდებარედ მოხდა. არსებული ცნობით, დაპირისპირება მუშებს შორის სამშენებელო ობიექტეზე დაიწყო. "პირველების" ინფორმაციით მვკლელობის ერთ ერთ-მოტივად ფინანსური დავა სახელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის  ბრალდებით 45 წლის ნუგზარ გოგლიძე დააკავა. 

"პირველების" ინფომაციით, გამოძიებამ დანაშაულის იარაღი დანა მთავარი ნივთმკიცებად უკვე ამოიღო. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები