გულბაათ რცხილაძე დიფ-სთეითისთვის ხელის დასაფარებლად დაიჭირეს - მეგობარი

30.05.26 15:32
გულბაათ რცხილაძე დიფ-სთეითისთვის ხელის დასაფარებლად დაიჭირეს - მეგობარი

 

 

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის მეგობარი, ლაშა გიორგი ლომიძე ამბობს, რომ ევრაზიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი იმისთვის დააკავეს, რომ  "დიფ-სთეითსისთვის ხელი დაეფარებინათ".

ამხელდა ამ მედასავლეთეების ძირგამომთხრელ სახელმწიფოებრივ მუშაობას, ამიტომაც დააკავეს - ამბობს ლაშა გიორგი ლომიძე. 

ბრიტანეთის პრეს-სამსახურის აგენტურის ხელდასაფარებლად არის ეს გაკეთებული ხელისუფლების მხრიდან, დიფ-სთეითის აგენტურის ხელის დასაფარებლად არის ეს გაკეთებული ეს, ვინაიდან გულბაათ რცხილაძე თავისი მრწამსით ემსახურება ქართულ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას, მის ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას. ეს არ სიამოვნებს მავანს და მავანს. დიფ-სთეითის გადასაფარად გააკეთებს ხო. მე ვვარაუდობ, რომ ეს ამის გადასაფარად იყო გაკეთებული, რადგან ამხელდა ამ მედასავლეთეების ძირგამომთხრელ სახელმწიფოებრივ მუშაობას", - ამბობს ლაშა-გიორგი ლომიძე.

დაკავებული კაცის მეგობრები ამ წუთებში გულბაათ რცხილაძის კორპუსთან არიან შეკრებილები. იქ იმყოფება პრორუსი ჟურნალისტი ზაზა დავითაიაც. დავითაია ამბობს, რომ რცხილაძე სამშობლოს არ უღალატებდა. 

საზოგაო მოღვაწე იყო, რასაც საქმიანობდა, საქმიანობდა საქართველსო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ელემენტარული კრიმინალი, მე მის ცხოვრებაში არ შემიმჩნევია არასოდეს. სამშობლოს ღალატზე ის არაფრის დიდებით არ წავიდოდა და გამორიცხულია", - ამბობს დავითაია. 

ჯაშუშობის ბრალდების გულბაათ რცხილაძე სუს-მა დღეს დააკავა. სუს-ი ამბობს, რომ დაკავებული ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემურად აწვდიდა მათ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. რციხლაძეს  8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.