როცა 2008-ში ცხინვალის მისადგომებთან ძმა მოუკლეს, ძალიან განიცდიდა - გოგა აფციაური სუს-ის მიერ დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეზე
რას საქმიანობდა სუს-ის მიერ დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე წლებსი განმავლობაში? - არქივში იძებნება "რადიო თავისუფლების" მიერ მომზადებული სტატია, რომელშიც საუბარია რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, ჩიხლაძის ორგანიზაცია ოსს აფხაზ და საოკუპაციო ხაზს აქეთ მომუშავე ჟურნალისტებს ერთმანეთს ახვედრებდა. ამ შეხვედრების მიზანი კი სამომავლოდ ერთობლივ პროექტებზე მუშაობა იყო.
ამ შეხვედრებს რიგ შემთხვევებში ესწრებოდა ჟურნალისტი გოგა აფციაური. ის დღეს "პირველებთან" საუბარში განმარტავს, რომ ასეთ შეხვედრებზე პოლიტიკა საერთოდ არ განიხილებოდა.
საქართველოს შესახებ აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა აქვთ სოხუმში და ცხინვალში, ამიტომ ეს შეხვედრები ხელს უწყობდა სტერეოტიპების დამსხვრევას - ამბობს აფციაური.
ჟურნალისტისთვის დაუჯერებელია, რომ ირაკლი ჩიხლაძეს რაიმე სახელმწიფოებრივი ხასიათის ინფორმაციაზე შეიძლებოდა წვდომა ჰქონოდა .
ირაკლი ჩიხლაძეს მე ვიცნობ, განსაკუთრებით დავახლოვდით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გიგა ჩიხლაძის ცხინვალის მისადგომებთან მკვლელობის შემდეგ და ის ყოველთვის განიცდიდა ამ ამბავს. ვიცი ის, რას საქმიანობდა, განსაკუთრებით სამშვიდობო პროექტებში იყო ხოლმე ჩართული. ერთ-ერთ შეხვედრას როგორც მონაწილე მეც ვესწრებოდი. დაახლოებით 5-6 წლის წინ იყო ერევანში, სადაც ქართველი, აფხაზი, ოსი ჟურნალისტები რაღაცა პროფესიულ საკითებზე ვსაუბრობდით. დანარჩენი ვიცი, რომ ამ საკიხთხებით იყო დაკავებული. განსაკუთრებით იყო ჩართული ცხინვალელ სამოქალაქო აქტივისტებთან, ჟურნალისტებთან, ასევე აფხაზეთის საკითხებზე, სადაც პოლიტიკაც კი არ განიხილებოდა. შეხვედრაზე იყო საუბარი, როგორია მაგალითად ჟურნალისტური ეთიკა, როგორ მუშაობს მედია სოციალურ ქსელებში და ა.შ. საქართველოს შესახებ აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა აქვთ სოხუმში და ცხინვალში, ამიტომ ეს შეხვედრები ხელს უწყობდა სტერეოტიპების დამსხვრევას. არასდროს პოლიტიკაზე არ ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით მხოლოდ პროფესიულ საკითხებზე. წარმოუდგენელია, რა ინფორმაციაზე შეიძლება ჰქონოდა ირაკლის წვდომა, რომელსაც ის ვიღაცას მიყიდიდა ან რაღაცა. არვიცი, გაოგნებული ვარ", - ამბობს გოგა აფციაური.
სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუაპციო ძალების მიერ ცხინვალში ჩაცხრილული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე .
ჩიხლაძე რამდენიმე ორგანიზაცის დაფმუძნებელი და დირექტორია - მათ შორისაა მედია-კავშირი "ევრაზია", ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტი, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი, კავკასუს პრინციპიუმი. ასევე, არსებული ინფრომაციით, ის არის მედია გამოცემა "კავკაზნიუსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეს გამოცემა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის შესახებ წერს სტატიებს.
- სუს-ის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძეს ბრალად ედება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.
უწყებსი მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, დაკავებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დაკავებული ასევე ონლაინპლატფორმის საფარით, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს.