"ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ!" - თბილისში შაბათის მარში იმართება
"ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ!" - შაბათის საპროტესტო მარშის მონაწილეები, ორი დღის წინ, გორში, მომხდარ ძალადადობას აპროტესტებენ.
მოქალაქეეები სამართლიანობას მოითხოვენ.
მარში ფილარმონიიდან დაიძრა და პარლამენტთან დასრულდება.
"ქართული ოცნება" პოლიციის ძალადობას ახალისებს - საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს"- ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციას შეუერთდნენ სასულიერო პირებიც.
პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი ახაგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პაპუნა ლოცულაშვილი უკვე მეორე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
რაც შეეხება დაკავებულ 6 პოლციელს, ისინი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა წინასწარ პატირობაში გაუშვა.
ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. - არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.