ხაბეიშვილის ცემის საქმე - "ხარება" ამბობს, რომ "ყველა კითხვას უპასუხა"

09.06.26 18:10
ხაბეიშვილის ცემის საქმე - "ხარება" ამბობს, რომ "ყველა კითხვას უპასუხა"

 

 

გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი ამბობს, რომ ენმ-ის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა "ხარება" არ აკონკრეტებს, გამოკითხეს თუ არა ის საგამოძიებო უწყებაში.

"პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში, "ხარება" ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე "ყველას უპასუხა, ვინც დაურეკა". 

ეგ საკითხი დამთავრებულია, პასუხები გაცემული მაქვს ყველაზე და რომ იცოდეთ, მე თქვენ ამ თემაზე აღარ უნდა დამირეკოთ. რატომ მირეკავთ? ვინც დამირეკა ყველას გავცემი პასუხი", - აცხადებს ზვიად ხარაზიშვილი "პირველებთან". 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 6 მაისს პროკურატურამ 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

"პირველებს" დღეს ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გადასცა წერილი, სადაც ენმ-ს ლიდერი მისი წამების მთავრ ორგანიზატორებად ზვიად ხარაზიშვილს და გოგა მემანიშვილს ასახელებს.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სასტიკ ძალადობას მწვანე შუქი ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ აუნთეს.

ხაბეიშვილი ახსენებს შსს-ს ყოფილ და სუს-ის ექს-ხელმძღვანელებსაც და აცხადებს, რომ მის საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლები "მოლოდ ლიფსიტები" არიან. 

ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის საქმეზე 2 წლის შემდეგ დღეს პირველად გამოიკითხეს - საქმის გამომძიებელი ამბობს, რომ საქმეზე დაკითხულია არაერთი პირი. 

მსგავსი სიახლეები