ონიანი: მინისტრთა კომიტეტის დოკუმენტში მითითებაა, რომ ცვლილებების კუმულაციური ეფექტი იყო შეკრების თავისუფლებაზე ზემოქმედება

13.06.26 16:06
ონიანი: მინისტრთა კომიტეტის დოკუმენტში მითითებაა, რომ ცვლილებების კუმულაციური ეფექტი იყო შეკრების თავისუფლებაზე ზემოქმედება

საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დოკუმენტში მითითებაა, რომ ("ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებების) ცვლილებების კუმულაციური ეფექტი იყო კონკრეტულად შეკრების თავისუფლებაზე ზემოქმედება.

ონიანის განცხადებით, ეს არის საგანგაშო ჩანაწერი და მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრაქტიკა, რომელიც შსს-ს და სასამართლოს აქვს, რეალურად არის იმ სადამსჯელო ოპერაციის ნაწილი, რომელიც "მიზანში იღებს თავისუფალი აზრის მქონე ადამიანებს". 

ჩვენ  პირდაპირ ვხედავთ, რომ მინისტრთა კომიტეტის სეკრეტარიატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში  მითითება არის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ცვლილებების კუმულაციური ეფექტი იყო არა რაღაც კანონმდებლობის გაუმჯობესება, არამედ პერსონიფიცირებულად, კონკრეტულად შეკრების თავისუფლებაზე ზემოქმედება. ეს ბუნებრვია არის ძალიან საგანგაშო ჩანაწერი თავისი შინაარსით და მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრაქტიკა, რომელიც შსს-ს და სასამართლოს აქვს, რეალურად არის იმ სადამსჯელო ოპერაციის ნაწილი, რომელის მიზანში იღებს თავისუფალი აზრის მქონე ადამიანებს", - აცხადებს თამარ ონიანი. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში შემაშფოთებლად არის შეფასებული ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ კანონებში ბოლო დროს დაჩქარებული ტემპებით შეიტანა. ევროპის საბჭო წერს, რომ თუ  ქართული კანონები კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ იქნება, მაშინ ავტომატურად ჩაითვლებაა ადმინისტრაციული დაპატიმრებები უკანონოდ და არაპროპორციულად,  სადავოდ მიიჩნევა სასამართლოში მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებიც და კოლოსალური ჯარიმებიც, რომელსაც მოქალაქეებს აკისრებენ.

 

მსგავსი სიახლეები