იან კელი: ელენე ხოშტარიას პატიმრობის გაგრძელება სამარცხვინო ლაქაა საქართველოს მთავრობის საერთაშორისო რეპუტაციისთვის
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობსი მდგომარეობის გაუარესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ელენე ხოშტარია თავისი ქვეყნის დაუღალავი პატრიოტია. მისი ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე მისი პატიმრობის გაგრძელება სამარცხვინო ლაქაა საქართველოს მთავრობის საერთაშორისო რეპუტაციისთვის". - წერს იქსზე იან კელი.
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.
ასევე ნახეთ: