ევროპის საბჭოს კომისრის ანგარიშზე ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება
ევროპის საბჭოს კომისრის ანგარიშზე ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება - გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მაიკლ ო'ფლაერტის მემორანდუმში იმ ის სამწუხარო რეალობაა ასახული, რაც საქართველოში კანონებსი და გამოხატვის თავისუფლების კუთხით ხდება.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში ის სამწუხარო რეალობაა ასახული, რომლის წინაშეც დღეს ადამიანები, განსაკუთრებით განსხვავებული, კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები დგანან და დღევანდელ რეალობა, მარტივად რომ ვთქვა ჰქვია, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, განსხვავებული აზრის გამოხატვა არის ფაქტობრივად არათუ უბრალოდ შეზღუდული, არამედ ფაქტობრივად გაუქმებასთან არის ახლოს". - ამბობს ანა ბუჩუკური.
ენმ-ს თავმდჯომარე ანგარიშის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ევროპის საბჭოს კომის ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.
მისი მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის რეჟიმმა სავარაუდოდ გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებას, ბუნებრივია შეუერთდება იმ სხვა დასკვნას, რომელცი არის მათ შორის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა და საბოლოოდ ეს ერტობლიობაში, ძალიან მყარ მტკიცებულებებს შეადგენს საერთაშორისო სასამართლოებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა - მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და გააუქმოს კანონები, რომელიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აპრილში იმყოფებოდა, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიაღწიოს პროგრეს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.
ო'ფლაერტი სინანულს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისუფლების არსებული შეზღუდვების გადახედვის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში დამატებითი შეზღუდვები დააწესა.
კომისარი შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე (CSO), ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებზე „უცხოური გავლენის“ შესახებ რამდენიმე კანონის "დამანგრეველი ეფექტით".
ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა.
კომისარი აფრთხილებს "ოცნებას", რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები, მათ შორის მედია საშუალებების უცხოური დაფინანსების აკრძალვა და ცილისწამების შესახებ კანონში ცვლილებების კუმულაციური ეფექტი, ჟურნალისტებს თვითცენზურისკენ უბიძგებს.
ანგარიშში ხაზგასმით არის მოთხოვნილი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გაუქმება, ასევე გრანტების შესახებ კანონში ფართომასშტაბიანი ცვლილებების გაუქმება.
მაიკლ ო'ფლაერტი ასევე "ითხოვს ტროტუარის საქმეების" შეწყვეტას, ყადაღის მოხსნას აქტივისტების ანგარიშებზე და ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიებას.