სასახლის ღობის საქმე - გიორგი ჩახუნაშვილს და კიდევ 5 პირს 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ია დარახველიძეს 3 წლით
სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
განაჩენი ასეთია:
კონსტანტინე კოკაიას - 5 წელი.
დავით სტურუა -5 წელი.
ახაბერ მჟავანაძე - 5 წელი.
დავით ჟღენტი - 5 წელი.
ზაქრო ალბუთაშვილი - 5 წელი.
გიორგი ჩახუნაშვილი -5 წელი
ია დარახველიძე - 3 წელი.
სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.
რაც შეეხება გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.