EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევა: საქართველოს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უფრო ენდობა ვიდრე მთავრობას

19.06.26 22:43
EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევა: საქართველოს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უფრო ენდობა ვიდრე მთავრობას

EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უფრო ენდობა ვიდრე მთავრობას, პრეზიდენტს, ან პარლამენტს. 

კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გამოკითხულთა 48% ენდობა; საქართველოს პრეზიდენტს -34%; ხოლო საქართველოს მთავრობას- 41%.

კითხვაზე როგორია თქვენი ნდობის დონე შემდეგი ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და სისტემების მიმართ (უფრო ვენდობი / უფრო არ ვენდობი / არ ვიცი) პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პასუხები:

  • საქართველოს პრეზიდენტი: უფრო ვენდობი -34%. უფრო არ ვენდობი- 59%. არ ვიცი -7%.
  • საქართველოს მთავრობა: უფრო ვენდობი- 41%. უფრო არ ვენდობი- 54%. არ ვიცი- 5%.
  • ეროვნული პარლამენტი: უფრო ვენდობი- 34%. უფრო არ ვენდობი- 60%. არ ვიცი- 6%.
  • ადგილობრივი საჯარო ხელისუფლება: უფრო ვენდობი- 50%. უფრო არ ვენდობი- 46%. არ ვიცი -4%.
  • პოლიტიკური პარტიები: უფრო ვენდობი -21%. უფრო არ ვენდობი- 70%. არ ვიცი- 9%.
  • რელიგიური ავტორიტეტი: უფრო ვენდობი- 65%. უფრო არ ვენდობი- 31%. არ ვიცი -4% .
  • სასამართლო სისტემა: უფრო ვენდობი- 35%. უფრო არ ვენდობი -58%. არ ვიცი- 7% .
  • საარჩევნო სისტემა: უფრო ვენდობი -35%. უფრო არ ვენდობი- 60%. არ ვიცი - 5%.
  • მედია: უფრო ვენდობი- 38%. უფრო არ ვენდობი- 56%. არ ვიცი -6%.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: უფრო ვენდობი- 48%. უფრო არ ვენდობი- 41%. არ ვიცი -11%.
  • სამხედრო ძალები (ჯარი): უფრო ვენდობი- 78%. უფრო არ ვენდობი -19%. არ ვიცი- 3% .

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები