სასახლის ღობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
სასახლის ღობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
მოსამართლე განაჩანს გამოუტანს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ამირან დოლიშვილს, ვლადიმერ გველესიანს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ანტონ ვარდანიძეს, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს.
სხდომას ესწრება გაძევებული ზურაბ ჭავჭანიძე - ბათუმელი მედროშე საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. დღესვე გახდება ცნობილი, აღიარებს თუ არა ის ბრალს და მოითხოვს თუ არა საპროცესო შეთანხმებას.
აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი რურუას, გიორგი ქორქიას,ლევან ჯიქიას, ხვიჩა გოგოხიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, 22 პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
-
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.