„ადამიანის უფლებების დაცვის ჰორიზონტზე საერთოდ არ ჩანხართ“ - პარლამენტში ომბუდსმენის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

22.06.26 14:04
„ადამიანის უფლებების დაცვის ჰორიზონტზე საერთოდ არ ჩანხართ“ - პარლამენტში ომბუდსმენის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

 

 

პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ლევან იოსელიანი ახლა ოპოზიციის კრიტიკას ისმენს.

გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების ფონზე ომბუდსმენი საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უხილავია და უმძიმეს დარღვევებზე სათანადო რეაგირებას ვერ ახერხებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა იოსელიანს შეახსენა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული შეფასებები, სანქცირებული მოსამართლეები და მაღალჩინოსნები, აქციების დროს დაზარალებული მოქალაქეები და სოციალური პრობლემები. ფილფანის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ არის ასახული, მათ შორის BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები და დაკავებულებისთვის ჩამორთმეული პირადი ნივთების დაბრუნების პრობლემა.

არის ძალიან მძიმე ანგარიში. თქვენი მმართველობის დროს, ისტორიაში პირველად, დღეს საქართველოში ამოქმედებულია ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, დასანქცირებულია სასამართლო, დასანქცირებულები არიან მაღალი თანამდებობის პირები, მაგნიცკის სიაში იმყოფებან მაღალი თანამდებობის პირები, გვაქვს უმძიმეზი რეზოლუციები ევროპარლამენტის შეფასებებით, გვაქვს ევროკომისიის უმძიმესი შეფასებები. საერთოდ არ სჩანხართ ადამიანის უფლებების დაცვის ჰორიზონტზე. 77 ათასი ბავშვი ოფიციალურად შიმშილობს გაეროს მონაცემებით, ყოველ ორ მეტრში ხელგამოწვდილი მოხუცები დგანან, გაქურეს მოქალაქეები დაკავების დროს და ბატონმა სანდრომ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ადამიანთა უმეტესობისთვის დღეს ის ნივთებიც კი არ არის დაბრუნებული, როგორიც არის, მაგალითად, ნათლობის ჯვარი, პირადი ტელეფონი და მსგავსი ნივთები. თქვენ ანგარიშში არ გაქვთ ასახული BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით საკითხი, სადაც ადაიანებს, უბრალოდ, უფლება წაერთვათ, სცოდნოდათ, ვინ დაარღვია კანონი. საქართველოს კანონმდებლობით წყალში ნებისმიერი ნივთიერების გარევა არის უკვე კანონდარღვევა. ბატონო ლევან, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც დღეს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები, ძალიან ცოტა ადამიანს ახსენდებით თქვენ. ალბათ 80%-მა, სამწუხაროდ, თქვენი სახელიც არ იცის, - თქვა ფილფანმა.

თავის მხრივ, ომბუდსმენმა ფილფანს უთხრა, რომ მას ანგარიში წაკითხული არ ჰქონდა.  

არ გაქვთ წაკითხული ანგარიში, ეს არის სიმართლე. რომ გქონოდათ წაკითხული, ასეთ შეფასებებს არ გააკეთებდით. 

ოსელიანის შენივნას გახარიას გუნდის დეპუტატმა ასე უპასუხა: 

ასეთი შეუვალი მინდა, იყოთ, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა. კითხვა მექნება თქვენთან, დაასახელეთ ადამიანი ან ადამიანები, ან სტრუქტურები, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

ოპოზიციის კრიტიკა მხოლოდ ანგარიშში ასახულ საკითხებს არ შეხებია. დეპუტატებმა ყურადღება სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების დაბალ მაჩვენებელზეც გაამახვილეს და იოსელიანს მოქმედების სტილი დაუწუნეს.

7%-ია შესრულებული რეკომენდაციების ანუ რეკომენდაციები, რომელიც შესრულდა, არის მხოლოდ 7%. დაახლოებით ასეთი იყო მაშინ, რეჟიმის დროს, როცა ჩვენ ვიყავით სახალხო აპარატში, რაღაც რეკომენდაციებს ისინიც ასრულებდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ტაქტიკა, რომელსაც თქვენ, მესმის, რომ ჩუმად აკეთებთ ამ ანგარიშებს, აირჩიეთ, ეს თვქნიე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ მუშაობს. უფრო მეტი საჯაროობით რომ საუბრობდეთ, უფრო მეტი იქნება შედეგი, - ამბობს სოფო ხორგუანი. 

ექსპრემიერის პარტიას ომბუდსმენის ანგარიშში დააკლდა გიორგი გახარიას მოხსენიებაც. საუბარია ჩორჩანას და 20 ივნისის სსაითხებზე, ასევე საგამოძიებო კომისიის სხდომების მიმდინარეობაზე. ექსპრემიერის პარტიამ მაგალითად მოიყვანა ის, თუ როგორ დაესხა თავს "ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე გიორგი გახარიას.

იყო წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება და რეალურად, შედეგად მივიღეთ ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის"  ნაცვლად, გიორგი გახარია გაასამართლეს. უფრო მეტსაც გეტყვით, კომისია, რომელიც მიუკერძოებლობით და დამოუკიდებლობით უნდა ყოფილიყო გამორჩეული, წინასწარ იქნა გიორგი გახარია დამნაშავედ გამოცხადებული. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

მესამე კითხვა ეხება უშუალოდ გიორგი გახარიას მიმართ ორგანიზებულ თავდასხმებს. დამნაშავეები, პრაქტიკულად, იდენტიფიცირებულები იყვნენ და არიან. საქართველოს პარლამენტის წევრი, მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, მაგრამ სამწუხაროდ, საგამოძიებო უწყებებს და შესაბამის სამსახურებს არანაირი რეაგირება დამნაშავეების მიმართ კანონის წინაშე არ განუხორციელებია. ეს ეხება 20 ივნისს. მინისტრს ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის აქციის დაშლის მიმდინარეობისას, რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. ასეთ პირობებში, "ოცნების" ხელისუფლება არღვევს თუ არა გიორგი გახარიას ფუნდამენტურ უფლებას, როდესაც ცდილობს, საზოგადოებრივ აღქმაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებას ხელოვნურად მიაბას გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული პოლიტიკური მართლმსაჯულება, - თქვა სხდომაზე შალვა კერესელიძემ. 

სამხარაძის დაცვა "ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სცადა. მისი მტკიებით, დანაშაულია, როდესაც პარლამენტის წევრს ვინმე რაიმეს ესვრის. 

პარლამენტის წევრს რომელიმე კონკრეტული პირი, მაგალითად, კონკრეტულ ნივთს ესვრის სახეში. თქვენი შეფასებით, ეს არის თუ არა, როგორც მინიმუმ, დანაშაულის ნიშნების შემცველი?, - თქვა გირდულაძემ.